გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბრძოლა იყო, ქამბექი არა

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლობით გახსნა. ჩვენი ეროვნული გუნდი დინამო არენაზე თურქეთთან 2:3 დამარცხდა.

შეხვედრა არასახარბიელოდ დაიწყო: უკვე მე-6 წუთზე არდა გიულერის ჩაწოდების შემდეგ მერთ მიულდურმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. თურქეთის მცველმა საქართველოს კარი პირველად არ აიღო – მან სწორედ ჩვენთან მოახერხა გოლის გატანა ევროპის ჩემპიონატზეც.

პირველ ტაიმში „ჯვაროსნების“ თამაში არც შეტევაში გამოდიოდა და არც დაცვაში, რის გამოც ტაიმის მიწურულს სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს – კერემ აკტურკოღლუმ ქართველების დაუკვირვებლობით ისარგებლა და სხვაობა გაზარდა.

მეორე ნახევარში კვლავ შეცდომა – გურამ კაშიას დაკარგული ბურთი, რომელიც ისევ აკტურკოღლუმ გამოიყენა და ანგარიში 0:3 გახდა.

თუმცა, სანიოლის გუნდმა ბოლომდე ბრძოლა მაინც არ შეაჩერა. ზურიკო დავითაშვილის აქტიურობამ შედეგი გამოიღო – მისი რეიდის შემდეგ ანრი მექვაბიშვილმა ძელს მოარტყა, მაგრამ დამატებაზე თავად დავითაშვილი ზუსტი იყო და სხვაობა შეამცირა.

71-ე წუთზე ქართველებმა რიცხობრივი უპირატესობაც მიიღეს – ბარიშ ილმაზი გააძევეს, რამაც მატჩში ინტრიგა კიდევ უფრო გაზარდა.

შეხვედრის დამატებულ წუთებში ხვიჩა კვარაცხელიამ ძლიერი დარტყმით ანგარიში 2:3 გახადა და გულშემატკივრებს ქულის გადარჩენის იმედი ჩაუნერგა. რამდენიმე წუთში დავითაშვილსაც ჰქონდა შანსი, მაგრამ თურქეთის მეკარემ თავისი გუნდი გადაარჩინა. საბოლოოდ, თამაშში დაბრუნება ვერ შედგა და საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყო.

მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 7 სექტემბერს, კვლავ თბილისში, ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები