გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბუდუ ზივზივაძე შეცდომების გამოსწორებას გვპირდება

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები წელს ორ მატჩს გამართავს და სეზონსაც დაასრულებს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არცთუ დამაჯერებლად ვითამაშეთ და შანსი დაკარგული გვაქვს, მაგრამ დარჩენილ ორ მატჩში ის პოტენციალი მაინც უნდა დავინახოთ, რაც გვაქვს.

იმ შეცდომების გამოსწორებას, რომელიც განვლილ თამაშებში დავუშვით, ჩვენი გუნდის შემტევი, ბუდუ ზივზივაძე გვპირდება:

„ვემზადებით ბოლო ორი მატჩისთვის. გუნდში, როგორც ყოველთვის, კარგი განწყობაა. ამ ორ თამაშში ვეცდებით, რომ ოქტომბერში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, გამოვიკეთოთ ხასიათი და დადებითად შევხვდეთ ახალ სანაკრებო სეზონს. ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობ. ოქტომბრის მატჩებამდე, კლუბში დისკვალიფიკაციის გამო, სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშები ჩავატარე და გოლიც გავიტანე, რაც თავდაჯერებას მმატებს. თუ მოახლოებულ მატჩებში მომეცემა თამაშის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს დავეხმარო წარმატების მიღწევაში.“

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ესპანეთს თბილისში ვუმასპინძლებთ, ხოლო 18 ნოემბერს ბულგარეთს სოფიაში ვესტუმრებით.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები