გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

თბილისის დინამო მინსკის დინამოს ორჯერ უმასპინძლებს

გააზიარეთ

თბილისის დინამო UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზეა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უკეთესი შანსი გაუჩნდა.

საქმე ის არის, რომ დასკვნით რაუნდში ქართული დინამოს მეტოქე ბელარუსული დინამო იქნება. UEFA-ს კი, ჯერ ბელარუსული გუნდებისთვის საშინაო თამაშების გამართვის უფლება არ მიუცია. შესაბამისად, მინსკელებმა პირველ და მეორე ეტაპებზე ორივე მატჩი სტუმრად ითამაშა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივეში წარმატებას მიაღწია და ახლა ჩვენი დინამოს მეტოქეა.

ახლა, ბელარუსებს ორივე მატჩის თბილისში გამართვა მოუწევთ. პირველი შეხვედრა, სადაც ნომინალური მასპინძელი ბელორუსული გუნდი იქნება, 5 დეკემბერს გაიმართება და მაყურებლების გარეშე ჩატარდება. საპასუხო თამაში კი 10 დეკემბერსაა ჩანიშნული და იქ მაყურებელს უკვე დასწრების უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ორი გზა არსებობს – პირველი ლიგის ფაზაა, რომელშიც ისინი ასპარეზობენ, რომელთა მთავარი გუნდები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გამოდიან.

მეორეა ქვეყნის ჩემპიონების გზა, სადაც დინამო თამაშობს და ის გუნდებია გაერთიანებული, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მთავარ ტურნირზე ვერ მოხვდნენ. ფლეი ოფში 10 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებსაც გაზაფხულისთვის ლიგის ფაზიდან გასული 22 გუნდი დაემატება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები