გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

გალათასარაი გაძლიერებას განაგრძობს – სიტის ვარსკვლავი თურქეთში

გააზიარეთ

გალათასარაი მიმდინარე საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარას ნაყოფიერად იყენებს. გუნდის მთავარი დანამატი, რა თქმა უნდა, ნაპოლიდან ვიქტორ ოსიმენის რეკორდულ თანხად გადმობირებაა, თუმცა თურქები ამაზე არ ჩერდებიან.

ედერსონისა და გალათასარაის კავშირებზე აქამდეც იწერებოდა, თუმცა დღეს მოლაპარაკებები ახალ ეტაპზე გადავიდა. ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ გალათასარაიმ  ბრაზილიელ მეკარეზე მანჩესტერ სიტის პირველი ოფიციალური შეთავაზება გაუგზანა, სატრანსფერო თანხად კი 10 მილიონი დასახელდა.

იმავე რომანოზე დაყრდნობით, სიტი 10 მილიონიან გარიგებაზე თანახმა არაა და ედერსონის სანაცვლოდ მეტს მოითხოვს. ტრანსფერის ალბათობა იზრდება იმის გათვალისწინებითაც, რომ ედერსონი დღევანდე მატჩში განაცხადში არ იყო.

სიტის კარის დარაჯს გალათასარაიში გადასვლა სურს და ამის თაობაზე გუნდის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა, მოლაპარაკებები კი გრძელდება.

სანაცვლოდ, მანჩესტერული გრანდი აქტიურ მოლაპარაკებებშია ჯანლუიჯი დონარუმასთან.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები