გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძემ სეზონი გამარჯვების გოლით დაიწყო

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მისმა გოლმა ლიონს გამარჯვება მოუტანა.

პირველივე ტურში, სტუმრად ლანსთან გამართულ დაპირისპირებაში, მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომლის ავტორიც ქართველი თავდამსხმელი გახდა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებში მალიკ ფოფანას გადაცემის შემდეგ მიქაუტაძემ ახლო დისტანციიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა და საბოლოოდ ლიონს სამი ქულა დაუმსახურა.

მიქაუტაძემ მინდორზე 92 წუთი გაატარა. მომდევნო ტურში, 23 აგვისტოს, ლიონი საკუთარ მოედანზე მეცს დაუპირისპირდება – იმ გუნდს, სადაც ქართველმა თავდამსხმელმა კარიერის მნიშვნელოვანი პერიოდი გაატარა და რომლის შემადგენლობაშიც ახლა გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი ირიცხებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები