გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი მიქაუტაძე: ლაკაზეტმა თამაშის წინ მესიჯი გამომიგზავნა და მითხრა, რომ…

გააზიარეთ

ლიონის ქართველმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ, სეზონის დასაწყისი გოლით აღნიშნა. ლიგა 1-ის პირველ ტურში ლიონმა სტუმრად ლანსი მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი სწორედ ქართველის ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ მიქაუტაძემ ჟურნალისტებს უთხრა:

„მატჩი ორივე გუნდის მხრიდან დაძაბული და დინამიკური იყო, უამრავი მომენტი შეიქმნა. შეგვეძლო კიდევ ორი ბურთი გაგვეტანა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენი სტილი მოვახვიეთ მეტოქეს და მეორე ტაიმში დაცვაში საიმედოდ ვითამაშეთ.

გოლის ეპიზოდში ვცდილობდი სივრცე მომეპოვებინა და სწორი პოზიცია დამეკავებინა. მადლობა ალექსანდრ ლაკაზეტს, რომელმაც შეხვედრამდე მომწერა და მითხრა, რომ „ლიონთან“ ერთად ჩემი ისტორია უნდა დამეწყო. დღეს ნამდვილად ვგრძნობ, რომ გუნდის მთავარი ფორვარდი ვარ და აუცილებელია გადამწყვეტი როლი მქონდეს, რათა კლუბს მაქსიმალურად დავეხმარო. ასეთ დიდ გუნდში თამაში დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს, მით უმეტეს ქალაქში, რომელიც გულით მიყვარს – აქ ყველაფერს გავაკეთებ,“ – აღნიშნა მიქაუტაძემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები