გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“თამაშზე სხვა გეგმით გამოვედით, მაგრამ…” – შუსტერი ორდაბასისთან თამაშზე

გააზიარეთ

ქუთაისის ტორპედომ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ყაზახური ორდაბასის ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე ბრძოლას აგრძელებს.

პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც ქუთაისში მინიმალური სხვაობით მოიგეს (4:3), საპასუხო შეხვედრა ყაზახეთში შედგა და 1:1 დასრულდა. ამ შედეგით კი ტორპედომ ორი მატჩის ჯამში გაინაღდა საგზური შემდეგ ეტაპზე.

მატჩის შემდეგ გუნდს მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა:

“უზომოდ ბედნიერი ვარ, გუნდის თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ. დღეს დილით პაატა ღუდუშაურს ვესაუბრე. მითხრა, რომ მზად იყო გუნდისთვის მაქსიმალურად დახარჯულიყო. თამაშზე სხვა გეგმით გამოვედით, მაგრამ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა. გვსურდა შეგვეტია, თუმცა მეორე ტაიმში პრიორიტეტი საკუთარი კარის დაცვა იყო, სორი მანე დაგვჭირდა და ცვლილებები გავაკეთე. მთავარი კი ის არის, რომ შემდეგ ეტაპზე ვართ. ახლა მომდევნო მეტოქისთვის დავიწყებთ მზადებას.”

ტორპედოს შემდეგი მეტოქე კვიპროსული ომონია იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები