გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

გვარდიოლამ თვალი ბარსას ტალანტს დაადგა – პეპი სიტის ტრანსფერისკენ მოუწოდებს

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მანჩესტერ სიტიმ ტიჯანი რეინდერსისა და რაიან ჩერკის ტრანსფერებით საკმაოდ აქტიურად დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, სიტი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

ესპანური მედია იტყობინება, რომ პეპ გვარდიოლას კევინ დე ბრუინის შემცვლელის მოყვანა სურს, რომელიც, თავის მხრივ, თავისუფალი აგენტის სტატუსით ნაპოლის შეუერთდა. გვარდიოლას ამ პოზიციაზე ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელი ფერმინ ლოპეზი უნდა.

როგორც ირკვევა, ესპანელი სპეციალისტი ეტიჰადელთა ხელმძღვანელობას ლოპეზის ტრანსფერისკენ აქტიურად მოუწოდებს, თუმცა, რთული სათქმელია, რამდენად წარმატებით შეძლებს ინგლისური გუნდი ამის გაკეთებას, რადგან ტრანსფერისთვის საჭირო გარემოებები არ არსებობს.

საქმე ისაა, რომ ლოპეზის გაყიდვა არც ბარსელონას სურს, ხოლო გუნდის დატოვებით არც თავად ფერმინია დაინტერესებული. სავარაუდოა, რომ სიტი ამ საკითხზე უფრო მეტად გააქტიურდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები