გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

10 მილიონად ყიდულობდნენ, მაგრამ მეცმა მაინც არ გაყიდა – ჟორჟის ჩაშლილი ტრანსფერი იტალიაში

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ლიონში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ის შეუმჩნეველი არც იქამდე ყოფილა, როცა მეცის მთავარი გამტანი იყო.

როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, გიორგის ტრანსფერი რომას ამჟამინდელ სპორტულ დირექტორს, რიკი მაცარას სურდა, თუმცა მაშინ ის მილანში მუშაობდა. იტალიური გამოცემა იტყობინება, რომ მაცარამ მილანის ხელმძღვანელობა ჟორჟის სანაცვლოდ იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხის გადახდაში დაარწმუნა, მაგრამ მეცი მიქაუტაძეს მაინც არ შეელია.

“2023 წელს, როცა მიქაუტაძე ჯერ კიდევ მეცში თამაშობდა და დიდი ვარსკვლავი არ იყო, მას უკვე ჰყავდა ერთი დიდი თაყვანისმცემელი რიკი მაცარას სახით. ის მაშინ ჯერ კიდევ მილანის ბორდში მუშაობდა პაოლო მალდინისთან ერთად და აღფრთოვანებული იყო მიქაუტაძეთი. მას გიორგის ტრანსფერი ისე სურდა, რომ როსონერი 10 მილიონის გადახდაში დაარწმუნა, თუმცა მეცი ამ თანხაზეც კი არ დათანხმდა, რის გამოც მიქაუტაძის მილანში ტრანსფერი ჩაიშალა.

მაცარა ახლა რომას სპორტული დირექტორია, მიქაუტაძის მიმართ ინტერესი კი არ განელებულა. მართალია, მისი ყიდვა 10 მილიონად ახლა შეუძლებელია, მაგრამ არც 30-40 მილიონი ღირს – გიორგის ტრანსფერისთვის 20-22 მილიონი საკმარისი უნდა იყოს”, – წერს იტალიური ForzaRoma.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები