გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დავითაშვილი პრემიერ ლიგას უახლოვდება?

გააზიარეთ

როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, 23 წლის შემტევის ზურიკო დავითაშვილის მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს პრემიერ ლიგის კლუბ ევერტონს, რომელიც ამ ზაფხულს შემტევი ხაზის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს.

გუნდს შეტევაში ცვლილებები აქვს – იჯარა დაუსრულდა იესპერ ლინდსტრომსა და ჯეკ ჰარისონს, რის გამოც მთავარ მწვრთნელს, შონ დაიჩს, ახალი ვარიანტების ძიება უწევს. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ზურიკო დავითაშვილია.

ფრანგული წყაროების ცნობით, დავითაშვილმა კლუბის ხელმძღვანელობას პირდაპირ აცნობა წასვლის სურვილის შესახებ, რასაც კლუბისგან მხარდაჭერა არ მოჰყოლია. შედეგად, ზურიკომ უკმაყოფილების ნიშნად ბოლო ორი საკონტროლო მატჩი გამოტოვა – პრაქტიკულად, ბოიკოტი გამოაცხადა.

დავითაშვილით ევერტონის გარდა ინტერესდებიან საფრანგეთისა და გერმანიის სხვა წარმომადგენლებიც: კონკრეტულად, საუბარია რენზე, სტრასბურგზე, ასევე ლა ლიგის ბინადარ სევილიასა და ბუნდესლიგის გლადბახზე.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები