გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

გიორგი არაბიძემ ყოფილ გუნდს მილიონები მოუგო

გააზიარეთ

ერთ დროს უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, რომელსაც რამდენჯერმე ეროვნული გუნდის მაისურაც მოურგია, ამჟამად უკლუბოდაა.

27 წლის გარემარბი ბოლოს სამხრეთ კორეულ ულსანში ირიცხებოდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. მან ჯამში ოდენ 13 მატჩში ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

გიორგი არაბიძეს ულსანთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებდა, მაგრამ კლუბმა მას კონტრაქტი ცალმხრივად შეუწყვიტა და ისიც იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. ცხადია, გულხელდაკრეფილი არც არაბიძე იყო და საქმე ფიფამდე მიიტანა. გაირკვა, რომ არცთუ ტყუილად.

გავრცელებული ინფორმაციით ქართველმა გარემარბმა ყოფილ კლუბს ფიფაში დავა მოუგო და კომპენსაციის სახით 2,8 მილიონ დოლარს მიიღებს. სამხრეთ კორეული მედიის ცნობით ფიფამ კლუბს დაავალა გიორგი არაბიძეს კონტრაქტის ამოწურვამდე გათვალისწინებული ხელფასი სრულად გადაუხადოს, რაც ზემოაღნიშნულ თანხას შეადგენს.

ულსანი ყრუდ მორჩილებას არ აპირებს და საქმის საარბიტრაჟო სასამართლოში გასასაჩივრებლად ემზადება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი