გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველო VS თურქეთი – ისტორია, სტატისტიკა და ფავორიტი

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის 4 სექტემბერს იწყება. ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე ქართველები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მატჩს გულშემატკივართა განსაკუთრებული მოლოდინი ახლავს. თამაშზე დასასწრები ბილეთები ოფიციალური გაყიდვის დაწყებიდან სულ რაღაც 3 საათსა და 30 წუთში სრულად ამოიწურა. რაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდია ინტერესი ეროვნული გუნდის ირგვლივ.

რაც შეეხება გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებს. ისტორიაში ჯამში ხუთჯერ უთამაშიათ. საქართველომ მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, ერთიც ფრე დაფიქსირდა, ხოლო დანარჩენ სამ შემთხვევაში გამარჯვება თურქებს დარჩათ.

ამ ხუთ მატჩში ქართველებს სულ 6 გოლი აქვთ გატანილი, თურქებს კი 12.

ბოლო დაპირისპირება არც ისე შორეულ წარსულში შედგა – ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც საქართველოს ნაკრები დაძაბული მატჩის მიუხედავად, 1:3 დამარცხდა.

ბუქმეიქერების შეფასებით, ფავორიტად ისევ თურქეთი მოიაზრება, თუმცა საქართველოს ნაკრებს ბრძოლისუნარიანი თამაშით გულშემატკივრებისთვის სიურპრიზები არაერთხელ მოუტანია.

წინ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გველის – ყველა იმედით ველით, რომ ამჯერად ისტორია ახალ ფურცელს გადაშლის.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები