გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

გიორგი მამარდაშვილი დიდი მატჩების მეკარეა

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტმა დევიდ უებმა, რომელიც ჯვაროსნებში 2023 წლიდან მუშაობს, flashscore-ის ახალი ამბების სააგენტოს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც ის გიორგი მამარდაშვილზე საუბრობს.

მისი თქმით ქართველ მეკარეს ყველანაირი ბერკეტი აქვს კიდევ უფრო გაიზარდოს და თავის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.

„დარწმუნებული ვარ, გიორგი მამარდაშვილის მთავარი მიზანი ლივერპულში პირველი მეკარის სტატუსი მოპოვება იქნება და ის ამას შეძლებს. მას უსაზღვრო პოტენციალი აქვს. წითლებს საიმედო კარის დარაჯი ჰყავთ და არც მათ გაუჭირდებათ არჩევანის გაკეთება თუ ვინ უნდა იყოს მთავარი კიპერი.

გიორგიმ შესანიშნავად იცის, რომ ალისონი უძლიერესი მეკარეა და სერიოზული კონკურენტი ჰყავს, მაგრამ ის ამ ფაქტს არ უშინდება. მისთვის უმთავრესი ყოველდღიური ზრდა, განვითარება, ბრძოლა და ლივერპულში ადგილის დამკვიდრებაა. 

საქართველოში ის ძალიან უყვართ და აფასებენ. მე მას დიდი მატჩების მეკარეს დავარქმევდი. ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში მისი წვლილი უდიდესი იყო და გერმანიაშიც იდეალურად ითამაშა. ევროპის ჩემპიონატზე გიორგიმ არაერთი მნიშვნელოვანი სეივი განახორციელა. ის ჩვენთვის საკვანძო ფიგურაა.

ცალკე აღნიშნვნის ღირსია მისი ხასიათი და შრომისმოყვარეობა. გიორგი ფენომენალურია და ამის დასტურია ის თუ სადაც იმყოფება. ლივეპრული დიადი კლუბია“ – აღნიშნავს დევით უები.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი