გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

დევიდ უები – ხვიჩა მუდამ პროგრესირებს

გააზიარეთ

დევით უები საქართველოს ეროვნულ გუნდში უკვე მესამე წელია მუშაობს. ის ჩვენი გუნდის დამრიგებლის ვილი სანიოლის მარჯვენა ხელია.

ავტორიტეტულმა ვებგვერდმა flashscor-მა მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ცხადია საუბარი საქართველოს ნაკრებსაც შეეხება.

აი, ამონარიდი უების ინტერვიუდან:

„სანამ სამუშაოდ საქართველოში ჩავიდოდი რა თქმა უნდა ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიას გავეცანი და ზოგადი წარმოდგენა მქონდა. ვიცოდი, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის ჰყავდათ, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი მაინც სულ სხვაა.

 ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ გუნდში ყველა პოზიციაზე თანაბარი ძალის ფეხბურთელები გვყავს. როდესაც საიმედო მეკარესთან ერთად ძლიერი შეტევითი პოტენციალი გაქვს ეს ნებისმიერი ნაკრების მწვრთნელისთის ფუფუნებაა.

ევრო 2024-ზეც დავამტკიცეთ, რომ იქ შემთხვევით არ ვყოფილვართ. მამარდაშვილმა იფრინა, ხვიჩა და სხვა ფეხბურთელებიც მაქსიმალურად დაიხარჯნენ და სწორედ ამიტომაც გვაღიარეს ჩემპიონატის აღმოჩენად.

ხვიჩა კვარაცხელიაზე განსაკუთრებული რა უნდა ვთქვა. ვხედავთ თუ როგორ ვითარდება ის თამაშიდან თამაშამდე, თვიდან თვემდე და ყოველწლიურად. პროგრესი თვალსაჩინოა. თუ დავაკვირდებით მის მოქმედებებს მოედანზე და განსაკუთრებით უბურთოდ მხოლოდ აღგვაფრთოვანებს. ჩემპიონთა ლიგაზე ის ფანტასტიკური იყო.

კვარაცხელია არნახულ სამუშაოს ასრულებს. პსჟ-ში ის კიდევ უფრო გაიზარდა. ის არა მხოლოდ გოლის გატანაზეა დაგეშილი, არამედ დაცვაშიც არაჩვეულებრივად ირჯება.

საქართველოს ეროვნულ გუნდში მეგობრული ატმოსფეროა. ამ მხრივ იდეალური სიტუაციაა. ფეხბურთელები ერთმანეთთან მეგობრობენ, უმეტესობა ბავშვობიდან ერთად მოდის“ – ამბობს დევიდ უები.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი