გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სანდრომ ტორონტო 15 ქულით დაიწყო

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტო რეპტორსის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. ეს NBA-ს წინასასეზონო მატჩში მოხდა და ჩვენებურს ჩინებული დებიუტიც გამოუვიდა.

მართალია ტორონტომ 108:112 წააგო დენვერთან, მაგრამ მამუკელაშვილი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სარგებლიანი იყო. სანდრო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მაგრამ მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოინაგრა.

სანდრომ სამივე ორქულიანი ჩააგდო, რასაც ხუთიდან სამი სამქულიანი დაუმატა; ისიც ვთქვათ, რომ ბურთი არ დაუკარგავს და მისი მოედანზე ყოფნისას რეპტორსმა მეტოქეზე ხუთი ქულით მეტი ჩააგდო; პასივში კი, ოთხი პერსონალური ფოლი ჰქონდა.

არ უთამაშია რეპტორსის ძირითად ცენტრ იაკობ პიოლტლს. შედეგად, ჯერ კიდევ უცნობია სანდროს როლი კანადური გუნდის შემადგენლობაში.

ტორონტოს დარჩენილი წინასასეზონო მატჩების განრიგი ასეთია: საკრამენტო (9 ოქტომბერი; ბოსტონი (11 ოქტომბერი), ვაშინგტონი (12 ოქტომბერი); ისევ ბოსტონი (16 ოქტომბერი); ბრუკლინი (18 ოქტომბერი).

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი