გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი ჩაკვეტაძე: ტრავმის მერე ფეხები დამძიმებული გაქვს

გააზიარეთ

ინგლისის ჩემპიონშიფში უოტფორდს დატვირთული კალენდარი აქვს. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი ჯერ ლესტერს (26 დეკემბერი) ეთამაშება, შემდეგ ნორვიჩსა (29 დეკემბერი) და ბირმინგემს (1 იანვარი).

ამ მატჩის წინ კლუბის ვებ-გვერდზე ჩვენებურის კომენტარი გამოქვეყნდა.

„ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ტრავმის შემდეგ დაბრუნება ყოველთვის ძნელია. თავიდან ფეხები დამძიმებული გაქვს, მაგრამ ყოველი თამაშის შემდეგ მდგომარეობის შემსუბუქებას სულ უფრო გრძნობ…

ჩვენ ყოველთვის სამი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძვით. ვცდილობთ, საკუთარი თამაში ვაჩვენოთ. შესაბამისად, სამივე მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვიცით, რამდენად ძლიერია ლესტერი. თანაც, მეტოქე საკუთარ მოედანზე თამაშობს. ამის მიუხედავად, ჩვენ სამი ქულის მოპოვებას შევეცდებით…

ძნელია ზედიზედ სამი მატჩის ჩატარება და დიდ ენერგიას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, გუნდის ყველა ფეხბურთელი გვჭირდება. იოლი არ იქნება, მაგრამ შევეცდებით, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ“, – ამბობს ჩაკვეტაძე.

ამ დროისთვის უოტფორდი სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-10 ადგილზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები