გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფუტსალის ნაკრებმა სომხეთის ტურნირი მარცხით დაასრულა

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ერევნის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა სომხეთთან მარცხით დაასრულა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა 1:3 წააგო. საქართველოს ნაკრების მხრიდან გატანილი გოლის ავტორი გიორგი ჩიმაკაძეა.

შეგახსენებთ, ტურნირის პირველ მატჩში საქართველომ მოლდოვა 5:1 დაამარცხა. ეს მატჩები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ნაწილი იყო. იმასაც გეტყვით, რომ სომხეთში დაგვიანებით ჩავიდა ყირგიზეთის ნაკრები, ამიტომ მასპინძლებს ფორმატის შეცვლა მოუწიათ და ჩვენებმა სამის ნაცვლად ორჯერ ითამაშეს.

ევროპის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი ეყოლებათ.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ნაკრები