გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გოგლიჩიძესთვის ბრძოლაში კიდევ ერთი იტალიური გუნდი ჩაერთო

გააზიარეთ

საბა გოგლიჩიძის სატრანსფერო საგა გრძელდება – ახალგაზრდა ქართველი მცველის ემპოლი სერია ბ-ში დაქვეითდა, რის გამოც საბას ტრანსფერი გარდაუვალი ჩანს, თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული გარიგება ვერ შედგა.

გოგლიჩიძეს სერია ა-დან მსურველები არ აკლია. სასოულოსა და პარმას შემდგომ, დღეს იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 წლის ქართველის ყიდვა ბოლონიასაც სურს. ბოლონიელების ხელმძღვანელობა გოგლიჩიძის გარემოცვას დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაცია გამოითხოვა.

როგორც ირკვევა, ბოლონიასა და ემპოლის შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ბოლონიაში ხვდებიან, რომ დიდ კონკურენციაში მოუწევთ გამარჯვება და თუ ტრანსფერი სურთ, რაც შეიძლება მალე უნდა იმოქმედონ.

თავის მხრივ, იტალიური მედიის ინფორმაციით, საბასთვის ბრძოლას პრაქტიკულად გამოეთიშა უდინეზე, რომელიც, თავდაპირველად, საკმაოდ აქტიურობდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები