გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

გუბანოვას მედლამდე მოკლე პროგრამა დააკლდა

გააზიარეთ

ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა შორის, ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში კარგად ისრიალა და მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, ეს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ გამოდგა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენს მოკლე პროგრამა ჰქონდა ჩაგდებული, სადაც მე-11 შედეგი აჩვენა, ხოლო თავისუფალი პროგრამის შემდეგ, საბოლოოდ, მეხუთე ადგილს დასჯერდა.

თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა ესტონელ ნინა პეტროკინას, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ისედაც ლიდერი იყო. ბალტიისპირელმა მეორე ადგილზე გასულ ბელგიელ ლუნა ჰენდრიქსს 25 ქულით აჯობა. ბრინჯაო კი იტალიელმა ლარა ნაკი გუტმანმა წაიღო, ვინაც გუბანოვას მხოლოდ 2 ქულით აჯობა.

რიტმულ ცეკვებში იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა – დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა. მოკლე პროგრამის შემდეგ წყვილმა 78.67 ქულა დაიმსახურა და თავისუფალი პროგრამის წინ მეექვსე ადგილზე არიან.

დევისი/სმოლკინის დუეტი თავისუფალ პროგრამაში 17 იანვარს გამოვა. ისევე როგორც ნიკა ეგაძე, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ლიდერია და ოქროს მედლის მოპოვების მთავარი ფავორიტია.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები