გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ბრძოლა და მარცხი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან

გააზიარეთ

ევროპის ჩემპიონატი სასტარტო მატჩი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ხორვატიის ნაკრებს ეთამაშა და დაძაბულ ბრძოლაში 29:32 დამარცხდა.

ერთ-ერთ ევროპულ გრანდთან მარცხი გასაკვირი არ არის, მაგრამ ტიტე კალანდაძის გუნდს ურიგოს ნამდვილად არ უთამაშია. მეტის, თამად ვიტყვით, რომ წასაგები თამაში არ იყო. ჩვენებს მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო.

თამაში ძალიან მაგრად დავიწყეთ. შეტევაშიც და დაცვაშიც თითქმის ყველაფერი გამოგვდიოდა და მე-19 წუთისთვის 12:6 დავწინაურდით. თუმცა, ტაიმი მაინც წავაგეთ – 14:15.

შესვენების შემდეგ ხორვატები სამი ბურთით გაგვექცნენ, მაგრამ ჩვენებმა თამაშის მოტრიალება მოახერხეს. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა და ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხანაც – მეორე. თუმცა, ბოლოს კლასმა და გამოცდილებამ თავისი გაიტანა და 32:29 გვაჯობეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა:

ცინცაძე, ცხოვრებაძე (7 ბურთი), დიხამიანჯია (6), რუსტამოვი (5), კალანდაძე (5), გავაშელიშვილი (4), კბილაშვილი (2), ლაპიაშვილი, არსენიშვილი, ხელისუფალი, არეშიძე, გოგავა, გრიშიკაშვილი, ნიქაბაძე.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 19 იანვარს, შვედეთის ეროვნულ გუნდთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ხელბურთი