გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ბერულავა/მეტელკინას დუეტი ევროპის ჩემპიონია

გააზიარეთ

ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ ოქროს მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტი კონტინენტის ჩემპიონები არიან.

საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ კი ლიდერობდა, მაგრამ კონკურენტად ევროპის მოქმედი ჩემპიონები ჰყავდა. თუმცა, თავისუფალ პროგრამაში ბერულავა/მეტელკინას წყვილი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე მოწინაარმდეგეები და პირველობა დამსახურებულად ირგუნეს.

ჩვენებმა 139.8 ქულა დაიმსახურეს, ხოლო ჯამში 215.76 ქულა დააგროვეს და კონკრენტები ახლოს არ გაიკარეს. მოქმედი ჩემპიონები, გერმანელები – მინერვა ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი 203.87 ქულით მეორე ადგილს დასჯერდნენ, ხოლო მესამეზე უნგრელები, მარია პავლოვა და ალექსეი სვიატჩენკო (202.56) გავიდნენ.

შეგახსენებთ, კაცთა შორის ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ ასევე ლიდერია, ხოლო ქალთა შორის ანასტასია გუბანოვამ (მე-11 ადგილი) მედლის შანსო ფაქტობრივად დაკარგა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები