გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ბერულავა/მეტელკინას წყვილი ევროპას ლიდერობს

გააზიარეთ

ინგლისის ქალაქ შეფილდში დაიწყო ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატი და ყინულზე პირველი სპორტული წყვილები გავიდნენ. მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა პირველ ადგილზე არიან.

ჩვენმა წყვილმა მსაჯებისგან 75,96 ქულა დაიმსახურეს; მეორე ადგილზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანელები – ნიკიტა ვოლოდინი და მინერვა ფაბიენ ჰასე (74,81) არიან; მესამეზე კი უნგრეთის სახელით მოასპარეზე რუსები – მარია პავლოვა და ალექსეი სვიატჩენკო (73,32).

სხვა მონაწილეებს ქულები 70-ის ფარგლებში არ აქვთ, ამიტომ მედლებისთვის ბრძოლა სწორედ ამ სამეულისგან არის მოსალოდნენ. თუმცა, როგორ გადანაწილდება ადგილები საბოლოოდ, ამას ხვალინდელი დღე გვიჩვენებს, როდესაც სპორტსმენები თავისუფალ პროგრამას შეასრულებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები