გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გულიაშვილი და რასინგი ლა ლიგისკენ მიიწევენ

გააზიარეთ

ყველაფერი იქით მიდის, რომ მომავალ სეზონში ესპანურ ლა ლიგაში ორი ქართველი გვეყოლება. გიორგი გულიაშვილის სანტანდერის რასინგი სეგუნდა დივიზიონს დამაჯერებლად ლიდერობს და ხელი თავად თუ არ შეიშალეს, აღზევება არ უნდა გაუჭირდეთ.

ბოლო ტურში რასინგმა შინ სოსიედად B-ს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. გამარჯვებაში საკუთარი წვლილი გულიაშვილმაც დაიდო. ჩვენებურმა მე-13 წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა.

შეგახსენებთ, გულიაშვილი ესპანეთში იანვარში მივიდა და რასინგის მაისურით 13 მატჩი ითამაშა. ჩვენებურის აქტივში ექვსი გოლი და ერთი პასია.

რაც შეეხება რასინგს, გუდმა 68 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევრებს შვიდი ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. სანტანდერელები მომდევნო ტურში სეუტას ესტუმრებიან.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები