გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ფიგურული მოციგურავეების ხვავრიელი მონაგარი

გააზიარეთ

ფიგურულ ციგურაობაში სეზონის პირველი მედლები გათამაშდა. საფრანგეთის ქალაქ ანჟეში გრან პრი გაიმართა, სადაც საქართველო დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა.

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველების დუეტი მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა და არც თავისუფალ პროგრამაში დათმეს. საბოლოოდ, 204.65 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ; მეორე ადგილზე რუსები – ალექსანდრა ბოიკოვა და დიმიტრი კაზლოვსკი (197.66) გავიდნენ; მესამე ადგილი გერმანელებს – ანიტა ჰოკესა და რობერტ კუნკელს (179.40) ერგოთ.

ქალთა ერთეულებში ანასტასია გუბანოვამ ორი დისციპლინის ჯამში 202.82 ქულა დააგროვა და მხოლოდ იაპონელ ამი ნაკაის (219.74) ჩამორჩა; მესამე ადგილზე იტალიელი ლარა გუტმანი (202.37) გავიდა.

ასევე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ყინულზე ცეკვებში დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა ორი დისციპლინის ჯამში 193.93 ქულა დააგროვა და მხოლოდ მასპინძელთა წყვილს, ლორანს ფურნიე ბოდრი-გიიომ სიზერონი (207.57) ჩამორჩა; მესამე ადგილი ამერიკელების – კრისტინა-კარეირასა და ენტონი პონომარენკოსი (189.36) იყო.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ყინულზე ცეკვებში ქართულ წყვილს გრან პრიზე მედალი არ აუღია.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები