გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დაეხმარება თუ არა ჩაკვე საქართველოს ნაკრებს ოქტომბერში?

გააზიარეთ

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე უკვე ხანგრძლივი დროა მოედანს მიღმაა და ბოლოს აპრილში ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაბრუნება ახლო მომავალში იგეგმებოდა, პროცესი კიდევ გადაიწია.

უოტფორდის მთავარი მწვრთნელი, პაულო პეცოლანო, ჩაკვეტაძის მდგომარეობას შეეხო:

“სამწუხაროდ, გიორგი ჯერ ისევ მკურნალობს და რეაბილიტაცია მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა. რამდენიმე კვირის წინ ველოდით, რომ ის გუნდს დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს არ მოხდა. ახლა უფრო დიდხანს მოგვიწევს მისი მოლოდინი და გარკვეული რისკია, რომ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებშიც ვერ შეძლოს საქართველოს დახმარება.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 10 ოქტომბერს ესპანეთს დაუპირისპირდება, 14-ში კი თურქეთს ესტუმრება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები