გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რატომ გააძევეს ბუდუ ზივზივაძე დორტმუნდთან?

გააზიარეთ

ბუნდესლიგის მესამე ტურში ჰაიდენჰაიმსა და დორტმუნდს შორის გამართულ შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძემ კარიერის განმავლობაში პირველად წითელი ბარათი მიიღო.

31 წლის ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მხოლოდ 21 წუთი ჰქონდა ჩატარებული, როდესაც ფელიქს ნმეჩასთან ორთაბრძოლისას უხეშად ითამაშა. დორტმუნდის ნახევარმცველი მალევე დაბრუნდა მოედანზე, თუმცა არბიტრმა ზივზივაძეს არ აპატია და ქართველს თამაშის გაგრძელების საშუალება აღარ მიეცა.

ჰაიდენჰაიმმა ათი კაცით ვერ გაძლო დიდი ხანი და პირველი ტაიმის ბოლომდე ორი გოლი გაუშვეს.

ეს ეპიზოდი ზივზივაძის კარიერაში გამორჩეული აღმოჩნდა – 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საკლუბო და სანაკრებო დონეზე წითელი ბარათი არასოდეს მიუღია. გერმანული მედიის ცნობით, ფორვარდს, სავარაუდოდ, ორი მატჩის დისკვალიფიკაცია ელის, რის გამოც ის ვერ დაეხმარება გუნდს 20 სექტემბერს ჰამბურგთან (სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს) და 27 სექტემბერს აუგსბურგთან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები