გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

“დავბრუნდები!” – ტერ შტეგენი სამ თვეს გამოტოვებს

გააზიარეთ

ბარსელონას კაპიტანმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დაადასტურა, რომ ზურგზე ოპერაციას ჩაიტარებს. შესაბამისად, მომდევნო სამი თვის განმავლობაში გუნდს ვერ დაეხმარება.

გერმანელ მეკარეს, სერიოზული მუხლის ტრავმის გამო გასული სეზონის გამოტოვება მოუწია და დასაბრუნებლად ემზადებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა სრული აღდგენისთვის ოპერაცია ესაჭიროება. ტერ შტეგენმა ამის შესახებ სოც-ქსელებში გავრცელებულ პოსტში ვრცლად და ემოციურად ისაუბრა.

“ბარსელონას სამედიცინო გუნდთან და გარე ექსპერტებთან ინტენსიური განხილვების შემდეგ, ჩემი სრული გამოჯანმრთელების ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო გზა ზურგის ოპერაციაა” – ფეხბურთელს თამაშის განახლება 66 დღეშიც შეუძლია, მაგრამ ყოველგვარი რისკის თავიდან ასაცილებლად ის მოედანს სამ თვეში დაუბრუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ტერ შტეგენის დაბრუნების მორიგი გადავადება ბარსას ქომაგისთვის არასასიამოვნო ინფორმაციაა, ეს კლუბს დაეხმარება ხოან გარსიას დარეგისტრირებაში და არსებული ფინანსური კრიზისით გამოწვეულ წნეხს ოდნავ შეამსუბუქებს. ასევე, ესპანიოლის ყოფილი მეკარის დარეგისტრირება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება 1:1 წესის ფარგლებში დაბრუნებისკენ.

ტერ შტეგენი ბარსელონას ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზეა 422 ჩატარებული შეხვედრა და 175 მშრალად შენახული კარი.

“არ ინერვიულოთ – დავბრუნდები! თქვენი მარკი” – იმედია გერმანელი მალე მოახდენს ტრავმების მოშუშებას და თამაშს გააგრძელებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი