გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კატასტროფის ზღვარზე – საქართველო უეფას რეიტინგში სან მარინოს მიუახლოვდა

გააზიარეთ

გუშინ, ქართული გუნდებისთვის ევროთასებზე მორიგი არახელსაყრელი სათამაშო დღე იყო.

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები ყველა ქართულმა კლუბმა წააგო. მართალია, გუნდები გასვლით შეხვედრებში თამაშობდნენ და ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი, მაგრამ საერთო სურათი მაინც მარცხის ფონზე იკვეთება.

დამწუხრებით უნდა ითქვას, რომ ამ შედეგებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა უეფას საკლუბო რეიტინგზე. თუ აქამდე საქართველო 51-ე ადგილს იკავებდა და 50-ე პოზიციაზე გადასვლის იმედი ჯერ კიდევ არსებობდა, ამჯერად სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა – ჩრდილოეთ მაკედონიამაც გაგვისწრო და ახლა უკვე 52-ე ადგილზე ვართ.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 50 საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატი ინარჩუნებს ოთხი ევროთასის საგზურის უფლებას. საქართველოსთვის კი ახლა რეალურად დადგა საფრთხე, რომ მომდევნო სეზონიდან მხოლოდ სამი გუნდი იასპარეზებს ევროთასებზე.

უეფას მიმდინარე საკლუბო რეიტინგი (ქვეყნების მიხედვით):

50. ლუქსემბურგი – 6.125 ქულა

51. ჩრდილოეთ მაკედონია – 5.916

52. საქართველო – 5.750

53. უელსი – 5.624

54. გიბრალტარი – 4.957

55. სან მარინო – 2.498

საქართველოს, რომელსაც ბოლო წლებში საერთაშორისო ასპარეზზე ამბიცია გაეზარდა, დღეს რეიტინგში მხოლოდ სამ ქვეყანას უსწრებს.

დარჩენილია საპასუხო მატჩები და მხოლოდ ამ თამაშებში წარმატება თუ მოახერხებს სიტუაციის გარკვეულწილად შერბილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ფეხბურთი ევროპაში ერთი ნაბიჯით უკან დაიხევს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები