გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

დავით კერესელიძე მეზობლებს სურთ

გააზიარეთ

არის ასეთი მეკარე ტარიქ ჩეტინი, რომელიც ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს ალბათ ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ რისეზპორიდან მისი ფენერბახჩეში გადაბარგებით შესაძლოა გორის დილამ იხეიროს.

როგორც თურქული მედია იუწყება, რიზესპორის ხელმძღვანელობა ჩეტინის შემცვლელის ძიებაშია და თვალი დავით კერესელიძეს დაადგეს, რომელიც დილას ღირსებას იცავს.

25 წლის კერესელიძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი წლეულს ივნისის ამხანაგურ მატჩებში ჰქონდა. ჩვენი თურქი კოლეგების თქმით, რიზესპორი კერესელიძესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაჩქარებულად აწარმოებს, რადგან ახალი სეზონის დაწყებამდეც ბევრი არაფერი დარჩა.

დავით კერესელიძეს გორის დილასთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს და სავარაუდოდ რიზესპორიც გორელებს ოფიციალური შეთავაზებით უახლოეს დღეებში მიმართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები