გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ორბი ვერ გვიჩივლებს, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ – პასუხი რუსეთიდან

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის ვახო ბედოშვილის რუსულ ნიჟნი ნოვგოროდში გადასვლას დიდი აურზაური მოჰყვა.

ბედოშვილი მესამელიგელი ორბის კუთვნილება გახლდათ, თუმცა იჯარის წესით საგარეჯოს გარეჯში იყო განათხოვრებული. საფეხბურთო კლუბმა ორბმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბედოშვილმა ცალმხრივად გაწყვიტა კონტრაქტი და ამის გამო ფიფაში ჩივილს აპირებენ.

არ დააყოვნა პასუხმა ნიჟნი ნოვგოროდიდანაც, სადაც ნათქვამია, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა და ქართულ მხარეს ჩივილის საფუძველი არ აქვს.

„ვახო ბედოშვილის საიჯარო კონტრაქტში ხაზგასმით ეწერა გამოსასყიდი თანხა, რომელიც სრულად გადავიხადეთ. ჩვენ ბრძოლა მოვუგეთ სხვა გუნდებს, რომლებიც ალბათ ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ. 

სავარაუდოდ ორბის მეტი თანხის მიღება სურდა და მათი განაწყენებაც ამით არის განპირობებული. ეს უკვე ჩვენი საქმე აღარ არის.

ტრანსფერი ყველა პუტქტის ზედმიწევნით დაცვით განვახორციელეთ. ქართულ მხარეს არ აქვს არანაირი საფუძველი ფიფაში საქმე შეიტანოს და იჩივლოს“ – ნათქვამის ნიჟნი ნოვგოროდელთა განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით ვახო ბედოშვილის კონტრაქტის გამოსასყიდი ღირებულება 80 ათასი ევრო გახლდათ.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები