გამოგვიწერეთ

MMA

ალექსანდრე თოფურიას სავარაუდო მეტოქე დაუმარცხებელია

გააზიარეთ

მართალია, ჯერ თავისი ძმის დონის წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა რამდენიმე თვის წინ ალექსანდრე თოფურიამ თავისი UFC-ის კარიერა წარმატებით დაიწყო.

ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები თოფურიას შემდგომ მეტოქეზეც. თუ აქამდე ამაზე საუბარი საკმაოდ რთული იყო, დღეს ამერიკულ მედიაში ალექსანდრეს სავარაუდო მეტოქის ვინაობაც გავიგეთ.

საუბარია მალკომ ველმეიკერზე, რომელიც MMA-ში ბრწყინვალე შედეგით დაიკვეხნის – 10 ბრძოლა, 10 გამარჯვება, 6 ნოკაუტი. თოფურიასთან დაპირისპირებაზე თავად ველმეიკერმაც ისაუბრა და ალექსანდრესთან ბრძოლის სურვილი დაადასტურა:

“გავიგე ჭორები, რომ შეიძლება UFC-ს შემდეგი ივენთი ოქტომბერში შედგეს. თუ ოქტომბერში ბრძოლის საშუალება მექნება, ძალიან გამიხარდება.

მესმის ხმები, რომ შეიძლება ჩემი მეტოქე თოფურია იყოს და არ მოვიტყუები – რაც უფრო რეალური ხდება ეს ამბავი, მით უფრო აღტკინებული ვარ მასთან ბრძოლის საშუალებით”, – განაცხადა მალკომმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA