გამოგვიწერეთ

MMA

მიხეილ საჟინიანი: “ჩემი დრო მხოლოდ ახლა იწყება”

გააზიარეთ

MMA-ს მებრძოლმა, მიხეილ საჟინიანმა მუხლის სახსრის უკანა ჯვარედინი იოგის ტრანსპლანტაცია გაიკეთა. ამ ეტაპზე სპორტსმენი აქტიურ პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას გადის, რათა მალე დაუბრუნდეს აქტიურ სპორტს.

საჟინიანმა ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა:

„მოგესალმებით, მეგობრებო. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყოველი დღე ჩემს მიზანს უახლოვდება.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს გვერდით იყო ამ რთულ პერიოდში.

ხოლო ვინც მიტრიალდა ან გაიხარა ჩემი პაუზით — შენ თვითონ ნახავ. მე უფრო ზემოთ ავიწევ, ვიდრე ვიყავი.

მალე სპორტში დავბრუნდები და მერწმუნეთ — ჩემი დრო მხოლოდ ახლა იწყება.“

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, მიხეილ საჟინიანი Dana White’s Contender Series-ზე, UFC-ის კონტრაქტისთვის ბრაზილიელ ბრუნო ლოპესს დაუპირისპირდა და დამარცხდა. მაშინ მებრძოლმა ფიზიკურად სრულად მომზადება ვერ შეძლო, რადგან ორივე მუხლზე ტრავმა ჰქონდა. ერთ-ერთზე მყესი ჩახეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა შეიძლებოდა გადადებულიყო, დიდი შანსი იყო, შემდეგი შესაძლებლობა აღარ მისცემოდა, არადა ამ ბრძოლის მოგების შემდეგ მიხეილი UFC-ში გადადიოდა.

საჟინიანი ქვემძიმე წონაში ჩხუბობს და პოპულარული ორგანიზაცია GFC-ს მსოფლიო ჩემპიონია. პროფესიონალურ კარიერაში ჩატარებული 14 ბრძოლიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად MMA