გამოგვიწერეთ

MMA

დვალიშვილმა ფავორიტი კალათბურთელი დაასახელა

გააზიარეთ

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი კალათბურთის თემას შეეხო და თავისი ყველა დროის ფავორიტი კალათბურთელი დაასახელა. როგორც თავად ამბობს, მისთვის განსაკუთრებული სპორტსმენი ზაზა ფაჩულიაა.

„თუ მკითხავენ, რომელ კალათბურთელს გამოვარჩევდი, აუცილებლად ზაზა ფაჩულია უნდა ვახსენო. მან კარიერა უკვე დაასრულა, თუმცა მისი შვილები ახლა ამერიკაში აგრძელებენ კალათბურთს,“ – აღნიშნა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ში მრავალი წელი დაჰყო და გოლდენ სთეით უორიორსთან ერთად ორჯერ გახდა ლიგის ჩემპიონი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად MMA