გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

დილა ტიტულს უახლოვდება

გააზიარეთ

10-წლიანი პაუზის შემდეგ, გორის დილა პირველ ტიტულს უახლოვდება. შიდა ქართლურმა კლუბმა სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ნახევარფინალში იბერია 1999 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ახალი მთავარი მწვრთნელის, იტალიელი დიეგო ლონგოს დებიუტი წარმატებული გამოდგა.

ანგარიში მეცხრამეტე წუთზე იური ტაბატაძემ გახსნა, მაგრამ დილამ მატჩის განახლებიდან  პირველივე შეტევაში შეძლო გათანაბრება. თავი დეო ბასინგამ გამოიჩინა. მეორე ნახევარში დილა მეტად აქტიურობდა, რაც ორ გოლშიც აისახა. ოთარ ფარულავას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გოლად აქცია. მალევე კი, ფარულავამ შორეული გასროლით შეარხია გიორგი მაკარიძის კარის ბადე.

საბოლოოდ 3:1  გორის დილა ფინალშია და მეტოქედ სპაერი-ტორპედოს წყვილში გამარჯვებული ეყოლება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი