გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

დავით კერესელიძის კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე

გააზიარეთ

გუშინ, გორის დილამ საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში იბერია 1999 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, Etablo.ge-სთან კომენტარი დილას და საქართველოს ნაკრების მეკარე, დავით კერესელიძემ გააკეთა. 25 წლის მეკარემ ჩვენთან საუბარში დაადასტურა პორტუგალიური გუნდის მხრიდან ინტერესი.

” მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩემი აგენტი აქტიურად არის ჩართული, მეტი   არაფრის თქმა შემიძლია. ამჯერად, სტულად დილაზე და ფინალურ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. მსურს ტიტული მოვიგო.  ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლოა, რომ ევროტურნირების მატჩებში გორის დილას  შემადგენლობაში ვითამაშებ და იმედია რამდენიმე ეტაპს გადავლახავთ.”- გვითხრა კერესელიძემ 

25 წლის ქართველ მეკარეს ეროვნული ლიგის წლევანდელ სეზონში 15 მატჩში 5 მშრალად შენახული კარი აქვს.  წელს, მისი სანაკრებო დებიუტიც შედგა.  უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მის მიმართ ინტერესს პორტუგალიური ესტრელა იჩენს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი