გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

თითქმის გადაწყვეტილია – გიორგი კვერნაძე სერია A-ს გუნდს სურს

გააზიარეთ

იტალიის სერია A-ს კლუბ კალიარიში ახალი სპორტული დირექტორი ჰყავთ – გვიდო ანჯელოცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფროზინონე დატოვა და ახალ კლუბში სწორედ იმ მოთამაშეების მიყვანას გეგმავს, რომლებსაც კარგად იცნობს.

ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ქართველი შემტევი, გიორგი კვერნაძეა. 22 წლის შემტევმა გასულ სეზონში სერია B-ში ფროზინონეს რიგებში 3 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. მისი სისწრაფე, ტექნიკა და თავდასხმაში აქტიურობა განსაკუთრებით უნდა ანჯელოცის.

კვერნაძემ იტალიაში 2023 წელს გადაინაცვლა და სერია A-ს რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ახლა კი მოლოდინია, რომ ის ახალ გამოწვევას სარდინიულ კლუბში მიიღებს.

ფეხბურთელს ფროზინონესთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და მისი სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.

გარდა კალიარისა, კვერნაძეს ინტერესით აკვირდება ვერონაც.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები