გამოგვიწერეთ

ნაკრები

“დინამო არენა ნაკრების თითოეული წევრისთვის სახლივითაა” – სანდრო ალთუნაშვილი

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრების ფარგლებში მესამე ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელი სესია სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში, ბასას მოედანზე გაიმართა და მასში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

2 ივნისს ეროვნულ გუნდს გიორგი გულიაშვილი და საბა ლობჟანიძე შეუერთდნენ. ტრავმის გამო ნაკრებს გამოაკლდა გიორგი ზარია, რომელიც ივნისის ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

სანაკრებო მზადებისა და მოახლოებული შეხვედრების შესახებ ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მოთამაშემ, სანდრო ალთუნაშვილმა ისაუბრა:

“ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. შეკრებაზე ბევრი დებიუტანტია და მინდა მივულოცო მათ. საწვრთნელი პროცესი კარგად მიმდინარეობს. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებთ. სეზონის ბოლოა და ვცდილობდი, რომ კარგ ფორმაში და ჯანმრთელად შევხვედროდი მოახლოებულ თამაშებს.

დინამო არენა ნაკრების თითოეული წევრისთვის სახლივითაა და ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ქუთაისში კი ნამდვილად იციან გულშემატკივრობა და ვფიქრობ, რომ კარგ ატმოსფეროს შექმნიან”, – ამბობს ალთუნაშვილი.

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი “დინამო არენაზე” ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 8 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კაბო-ვერდეს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები