გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

დირკ შუსტერი – ვეცდებით გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ

გააზიარეთ

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო კვიპროსის ომონიასთან მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, შარშან ქუთათურები აღნიშნული ტურნირიდან სწორედ ომონიამ გამოთიშა. მაშინ ტორპედომ ორივე მატჩი წააგო. ცხადია, ქომაგებს და თავად ფეხბურთელებსაც რევანშის წყურვილი აქვთ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმედიანადაა ტორპედოს დამრიგებელი დირკ შუსტერიც:

„ურთულესი მატჩები გველის. ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია, მითუფრო შინაურ კედლებში მუდამ აგრესიულობით გამოირჩევიან. შესაძლოა ის ქვეყნის საუკეთესო კლუბადაც ითვლებოდეს.

ორდაბასთან ძნელი გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო გავიზარდეთ და საკუთარი ძალებისაც მეტად ვირწმუნეთ. რა თქმა უნდა, ვნახეთ მეტოქის ბოლო მატჩები და კარგად შევისწავლეთ. ვიცით, რომ ომონიასთვის ჩვენთან დაპირისპირება სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი იქნება და შეეცდებიან გულშემატკივრებს ასიამოვნონ. ჩვენ გეგმებშია მათ ეს სიხარული არ მივანიჭოთ.

ვეცდებით ჩვენი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება“ – აღნიშნავს დირკ შუსტერი.

ომონიას და ტორპედოს დაპირისპირება 24 ივლისს 21:00 საათზე გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები