გამოგვიწერეთ

კალათბურთი

დუდა სანაძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის კლუბ მალიორკაში გააგრძელებს. ბოლოს დუდა კვიპროსულ ანორთოსისში თამაშობდა, სადაც სეზონი გაზაფხულზე დაასრულა და მას შემდეგ ნაკრებში შედეგიანი ევრობასკეტი ჩაატარა.

მიუხედავად ნაკრებში თავის გამოჩენისა, დღემდე დუდა უგუნდოდ იყო, რისი მიზეზიც მისი ქრონიკული, მუხლის ტრავმაა, რომელიც პერიოდულად თავს ახსენებს. სანაძე თბილიში იმყოფებოდა და ინდივიდუალურად ემზადებოდა. და მაინც, სანაძე უგუნდოდ არ დარჩა – ჩვენებურმა მალიორკასთან კონტრაქტი გააფორმა.

აი, რას წერია კლუბის ვებ-გვერდზე:

„ქართველი მცველი ჩვენს კლუბს ბრწყინვალედ ჩატარებული ევრობასკეტის შემდეგ უერთდება, სადაც მისმა ნაკრებმა რვა საუკეთესოს შორის გასვლა მოახერხა. სანაძეს ტურნირზე საშუალოდ 10.3 ქულა ჰქონდა, ფინეთთან მეოთხედფინალურ მატჩში კი 19 ქულა მოაგროვა და საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“.

33 წლის დუდა სანაძისთვის ესპანეთში თამაში უცხო არ გახლავთ. 2018 წელს დუდა ლიგა ენდესაში გიპუზკოას ღირსებას იცავდა. რაც შეეხება ახლანდელ გუნდს: მალიორკას მიმდინარე სეზონის ექვს მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა. სანაძის ახალი კლუბი მომდევნო შეხვედრას 15 ნოემბერს სტუმრად ალიკანტეს წინააღმდეგ ჩაატარებს და სავარაუდოდ, დუდას დებიუტიც ამ შეხვედრაში შედგება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი