გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ევროპის ჩემპიონატიდან ტოპ ლიგებში? – ორი ფეხბურთელი ტრანსფერს უახლოვდება

გააზიარეთ

საქართველოს ახალაგზრდული ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვეს – რამაზ სვანაძის შეგირდება პოლონეთს სძლიეს, საფრანგეთთან კი მხოლოდ დამატებით დროში დათმეს ქულები.

როგორც ქართული გვერდი “პანენკა” იტყობინება, ორი ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვი და გიორგი აბუაშვილი ტოპ ჩემპიონატებში ტრანსფერს უახლოვდებიან.

კერძოდ, აზაროვის გადაბირება, რომელიც ამჟამად დონეცკის შახტარში ირიცხება და მისი დატოვება სურს, სერია ა-ს კლუბი იწვევს, ხოლო აბუაშვილის ყიდვა საფრანგეთის ჩემპიონატიდან სურთ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაცია პრაქტიკულად მამუკა ჯუღელმაც დაადასტურა თავის ბოლო ინტერვიუში:

“აზაროვს აქვს ძალიან სერიოზული კლუბებისგან მოწვევები. გიორგი აბუაშვილი კი მგონია, რომ ახალი სეზონიდან ლიგა 1-ში ითამაშებს”, – განაცხადა ჯუღელმა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები