გამოგვიწერეთ

ნაკრები

“გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ეს ბიჭებმაც იციან”, – სვანაძე მატჩის შემდეგ

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზევე დაასრულა. რამაზ სვანაძის შეგირდები დასკვნით ტურში პორტუგალიასთან აუცილებლად მოსაგებ მატჩში გამანადგურებელი ანგარიშით, 0:4 დამარცხდნენ.

მატჩის შემდგომ ქართველმა სპეციალისტმა მედიის კითხვებს უპასუხა:

“პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. ყველაფერს ვიზამთ, რომ შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც მოგცეთ საშუალება, ჩვენ მატჩებს დაესწროთ. რაც შეეხება მატჩს, პორტუგალიაზე ბევრს არაფერს ვიტყვი, უძლიერესი გუნდია და გულწრფელად ჩემპიონობას ვუსურვებ. სწრაფმა წითელმა ბარათმა და პირველმა დასანანმა გოლმა ჩვენი გეგმები ძალიან აურია. თუნდაც 10 კაცით, ის გოლები არ უნდა გაგვეშვა, რაც გავუშვით.

საბოლოო ჯამში, ეს თაობა შედგა, როგორც წარმატებული გუნდი, რომელმაც პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური და ბოლო ტურამდე ურთულეს ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია ვერ ვიყავით, რასაც ჰქონდა თავისი მიზეზები – ტრავმები, სათამაშო პრაქტიკა. ეს ბიჭებმა იციან, გვარებს არ დავასახელებ, თუმცა ჩვენი გუნდის ლიდერები უთამაშებლები იყვნენ და საკმარისი კონდიციები არ ჰქონდათ, რომ ამ გრაფიკში სამი თამაში ეთამაშათ, რაც დაეტყოთ კიდეც.

არიან ფეხბურთელები, რომლებმაც სასწრაფოდ უნდა მიიღონ რეგულარული სათამაშო დრო არა მხოლოდ მათი ნიჭის რეალიზაციისთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის”, – განაცხადა მან.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები