გამოგვიწერეთ

Uncategorized

ევროტურნირებზე მხოლოდ სამი ქართული კლუბი –კრიზისი გრძელდება

გააზიარეთ

2027/28 წლებში საქართველოდან ევროტურნირებზე მხოლოდ სამი გუნდი იასპარეზებს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პრობლემებს, რაც ეროვნულ ჩემპიონატს უკვე წლებია თან სდევს.

უეფას უახლესი რეიტინგის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულები ისე შემცირდა, რომ ქვეყანამ ევროპაზე წარმომადგენელი კლუბების რაოდენობა დაკარგა. საგანგაშოა ისიც, რომ დღეს საქართველოს ჩემპიონატი ევროპაში მხოლოდ 52-ე პოზიციას იკავებს. მაშინ, როცა 2016 წელს, ჩვენი ჩემპიონატი ფორმატის ცვლილებამდე, 36-ე ადგილზე იყო.

მას შემდეგ, რაც ეროვნულ ლიგას რებრენდინგი და სტრუქტურული ცვლილებები შეეხო, ქართული ფეხბურთის ორგანიზაციულმა და საფეხბურთო დონემ უკუსვლა განიცადა.

ფაქტია, რომ სისტემა, რომელსაც ქართული ფეხბურთი უნდა განევითარებინა, რეალურად ჩავარდა.

დღეს მხოლოდ სამი კლუბი შეძლებს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელით გამოსვლას, რაც პირდაპირი შედეგია წლების განმავლობაში დაუგეგმავი და ხშირ შემთხვევაში, გაუმართლებელი ცვლილებების.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად Uncategorized