გამოგვიწერეთ

ძიუდო

საქართველომ ჩემპიონობა ვერცხლით ჩაანაცვლა

გააზიარეთ

შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა. ეს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მოხდა, სადაც გურამ მოდებაძის გაწვრთნილი გუნდი ფინალში რუსეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა.

ტრავმის გამო მთელი ტურნირის განმავლობაში სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გვაკლდა. შედეგად, ყველა მატჩს 0:1 ჩამორჩენით ვიწყებდით. ასე იყო რუსეთთან, სადაც ეთერ ლიპარტელიანიმა (57), ირაკლი დემეტრაშვილმა (+90) და ნინო გულბანმა (70) საკუთარი ბრძოლები წააგეს; მოიგო მხოლოდ შავდათუაშვილმა (73).

გეტყვით იმასაც, რომ მეოთედფინალში საქართველოს ნაკრებმა უნგრეთი 4:2 დაამარცხა. გუნდს გამარჯვებები მაისურაძემ, გურამ თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა და შავდათუაშვილმა მოუტანეს; ნახევარფინალში საფრანგეთს 4:3 დამატებით ბრძოლაში ვაჯობეთ. აქ ქულები მაისურაძემ, დემეტრაშვილმა, ლიპარტელიანმა და შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ძიუდო