გამოგვიწერეთ

ძიუდო

ნაკრების მწვრთნელი გაირკვა, პრეზიდენტი გასარკვევია

გააზიარეთ

28 ოქტომბერს, საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ პრესკონფერცია და აღმასკომის წევრთა შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ფედერაციის ხელმძღვანელებმა ახალ პროექტებთან დაკავშირებით ორი გეგმა წარმოადგინეს: „გამოწვევა 2029“ (საქართველოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში) და „გამოწვევა 2032“ (სიდნეის ოლიმპიადის ფარგლებში). ორივე პროექტის მონაწილეები დაკომპლექტდებიან ახალგაზრდა და ჭაბუკი ძიუდოისტებით, რომლებიც მზადებას სპეციალური პროგრამით გაივლიან.

სიახლეა სანაკრებო მზადების ნაწილშიც: მომდევნო ორი წლის განმავლობაში სანაკრებო ხელმძღვანელობას გურამ მოდებაძე ჩაიბარებს. მოდებაძესთან კონტრაქტი ორი წლით გაფორმდება და ზედიზედ ორჯერ ექნება ამ თანამდებობის დაკავების უფლება. ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ოლიმპიური ნაკრები მაქსიმალურად ინდივიდუალური პროგრამითა და მიდგომით მოემზადება.

გურამ მოდებაძის სანაკრებო ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ისაუბრა.

დავით ქევხიშვილი:

„ვულოცავ გურამ მოდებაძეს თანამდებობაზე არჩევას. დიდი ხანია იმსახურებდა ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე იყო, ამჯერადა მეტად ღირსეულად გაართმევს თავს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობას“.

ცვლილებებია ფედერაციის მმართველობაშიც: პრეზიდენტი ლევან ნოზაძე საქმიანობას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს. პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები კი, 1 დეკემბერს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს კანდიდატურის წარდგენა 1 ნოემბრამდე შეეძლებათ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო