გამოგვიწერეთ

ძიუდო

საქართველომ ოქრო ბრინჯაოზე გადაცვალა

გააზიარეთ

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდური ასპარეზობით დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა საქართველომ ტიტული ვერ შეინარჩუნა და მესამე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში იტალიის ეროვნული გუნდი 4:1 დაამარცხა. გამარჯვებები ირაკლი დემეტრაშვილმა (+100), ეთერ ლიპარტელიანმა (57), გიორგი ლოლაძემ (73) და ლუკა მაისურაძემ (90) მოიპოვეს.

მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები უზბეკეთის გუნდთან 3:4 დამარცხდა. მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა, ნინო გულბანმა (70) და ლაშა ბექაურმა (90), ხოლო ლოლაძემ, დემეტრაშვილმა და სოფიო სომხიშვილმა (+70) წააგეს; წილისყრით დამატებით და გადამწყვეტ ბრძოლაში ტატამიზე გასვლა სომხიშვილს მუწია, ვინაც მეტოქესთან მეორედაც წააგო და ჩვენმა გუნდმა რეპეშაჟში გადაინაცვლა.

რეპეშაჟში მეტოქე ძლიერი იყო – საფრანგეთის ნაკრები. თავიდან ლოლაძისა და გულბანის მარცხი და 0:2 ჩამოვრჩით; შემდეგ ბექაურმა მოიგო, მაგრამ სომხიშვილმა წააგო და… დემეტრაშვილმა და ლიპარტელიანმა გადამწყვეტი ბრძოლები მოიგეს. ისევ წილისყრა და მატჩის ბედი ამჯერად ბექაურმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა ტრავმით იჭიდავა…

მესამე ადგილისთვის ჩვენი გუნდი ჩინეთს დაეჭიდა და 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება აქაც ჩამორჩენით დავიწყეთ – ტრავმის გამო სომხიშვილმა ვერ იჭიდავა და წაგება ჩაეთვალა. თუმცა, ლოლაძემ, მაისურაძემ, დემეტრაშვილმა და ლიპარტელიანმა ზედიზედ ოთხჯერ გაიმარჯვეს და საქართველოს ნაკრებს მედალი მოუტანეს.

შეგახსენებთ, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ჩვენებმა ორი ოქროს, თითოც ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი (81) და ილია სულამანიძე (100), ეთერ ლიპარტელიანი მეორე ადგილს დასჯრდა, ხოლო გიორგი სარდალაშვილი (60) – მესამეს, რითიც საერთო გუნდურ ჩათვლაში მარტო იაპონიას ჩამორჩნენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო