გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ემას საყვედური

გააზიარეთ

2021 წელს, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა, იმ დროისთვის ბევრისთვის უცნობმა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ემა რადუკანუმ უდიდესი სენსაცია მოახდინა. თავად განსაჯეთ, კლასიფიკაციაში ასეულს მიღმმა მყოფმა ნისლიანი ალბიონის წარმომადგენელმა არც მეტი არც ნაკლები ამერიკის ღია პირველობა მოიგო.

მას შემდეგ, რადუკანუს რაიმე ხელშესახები წარმატებისთვის აღარ მიუღწევია, თუმცა დიდ სლემზე გამარჯვებით სამეფო სპორტის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა.

ამჟამად რადუკანუ პარიზშია და საფრანგეთის ღია პირველობაზე ასპარეზობს, სადაც პირველი წრეც წარმატებით გადალახა, პარალელურად კი ტურნირის ორგანიზატორებს საყვედურობს. მისი აზრით, ჩოგბურთელები თანაბარ პირობებში არ იმყოფებიან.

„ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ჩოგბურთელი როლან გაროსის ორგანიზატორების მხრიდან პრივილეგირებულნი არიან. მაგალითად, ბევრ ჩვენთაგანს არ აქვს შესაძლებლობა მთავარ კორტზე ივარჯიშონ, მაშინ როდესაც სხვები იქ საათობით იმყოფებიან. აუცილებელია, რომ დიდ არენებზე ჩვენც მოგვეცეს ვარჯიშის საშუალება, მითუფრო თუ იქ თამაშებიც გვიხდება“ – აღნიშნა ემა რადუკანუმ, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს 41-ე ჩოგანია.

როლან გაროსის მეორე წრეში ბრიტანელის მეტოქე პოლონელი ჩოგბურთელი იგა შვიონტეკი იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი