გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ფურთხი როლან გაროსზე

გააზიარეთ

ეჭვგარეშეა, რომ სპორტი და გულშემატკივარი ერთმანეთთან პური და ყველივით არიან. ქომაგის გარეშე ხომ ნებისმიერი სპორტის სახეობის ფასი კაპიკია. ცხადია, იყო, არის და იქნება შემთხვევები, როდესაც ექსტაზში შესული პუბლიკა საყვარელი გუნდის ან სპორტსმენის ქომაგობის პროცესში უხამსად იქცევა, რაც მოსაწონი ნამდვილად არ არის, მაგრამ გვინდა თუ არა ესეც სპორტის ნაწილია.

ასე მოხდა მიმდინარე როლან გაროსის გათამაშების მეორე წრის მატჩში ფრანგ კენტენ ალისსა და სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს შორის, რომელშიც მასპინძელმა ჩოგბურთელმა მეტოქეს ოთხ სეტში აჯობა.

ირკვევა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას, რომელიც შედარებით პატარა ზომის კორტზე გაიმართა გულშემატკივრები სერბი ჩოგბურთელის მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.

„ასეთ გარემოში თამაში უბრალოდ საშინელებაა. ეს ხომ დიდი სლემის ტურნირია, სადაც მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. როდესაც მცირე ზომის არენაზე თამაშობ, ქომაგიც შენთან ახლოსაა და თითოეული სიტყვა თუ შეძახილი კარგად გესმის. ჩემი მისამართით იფურთხებოდნენ, რაღაც ნივთებს მესროდნენ, რამდენიმე ადამიანთან შეხლა-შემოხლაც კი მქონდა. ვფიქრობ, სხვა ვითარებაში მეტოქე ჩემს დამარცხებას ვერ შეძლებდა. მესმის, რომ ისინი თავიანთ სპორტსმენს ქომაგობდნენ, მაგრამ ყველაფერს ხომ ზღვარი აქვს.“ – აღნიშნა მიომირ კეჩმანოვიჩმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

კაცმა არ იცის, მიომირ კეჩმანოვიჩი, რომელიც ამჟამად რეიტინგის 46-ე ნომერია სხვა სიტუაციაში და თუნდაც საკუთარ სამშობლოში ალისის დამარცხებას თუ შეძლებდა, მაგრამ ის რომ სპორტს და განსაკუთრებით ჩოგბურთს მსგავსი ინციდენტები არ უხდება ორჯერ ორი ოთხია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი