
21 თებერვალს ბორჯღალოსნები ესპანეთს ავჭალაზე დაუხვდებიან და მათი დამარცხებით 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შეეცდებიან, რაც საქართველოს ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას დაუბევებს.
ეს არის ნაკრების წლის პირველი შეხვედრა საქართველოში, ახალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით. ასევე ეს არის შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის გამეორება. 2025 წელს ესპანელ „ლომებს“ გადამწყვეტ მატჩში „მიხეილ მესხზე“ დავუხვდით და 46:28 დავამარცხეთ.
შეგახსენებთ, წელს ფინალს მადრიდი მასპინძლობს (15 მარტს), მანამდე კი 7-8 მარტს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.
განვლილ ორ ტურში ორივე გუნდმა ბონუსით გაიმარჯვა. ესპანეთმა ნიდერლანდებს 51:33, ხოლო შვეიცარიას 53:14 აჯობა. საქართველომ სტუმრად ჯერ შვეიცარია დაამარცხა 54:3, მერე ნიდერლანდები – 61:12. ამრიგად, ორივე გუნდს 10-10 ქულა აქვს და თასის ნახევარფინალში თამაში უკვე დაიბევეს, მაგრამ მომავალ თამაშს ინტრიგას არ უკარგავს.
ამსტერდამში გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორიციელა. შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებს ბურჯი გიორგი ახალაძე, რომელიც გუნდს შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ დაუბრუნდა; მას მხარს გაუმაგრებენ კვაჭი ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური; მეორე ხაზში მარქაფიდან დაწინაურდა ლადო ჩაჩანიძე, რომელიც მიხეილ ბაბუნაშვილს შეუწყვილდება; უცვლელი დარჩა მესამე ხაზი, სადაც თამაშს ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია იწყებენ.
სამი ცვლილებაა ხაზში: ამჯერად მგეზავად თამაშს თედო აბჟანდაძე იწყებს, რომელიც ღერძზე გელა აფრასიძესთან ერთად დადგება; ცენტრში ბრუნდება დემე თაფლაძე და გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება; ფულბეკის პოზიციაზე გამოჩნდა დავით ნინიაშვილი, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით წელს პირველად ითამაშებს; ფრთებზე ადგილი შეინარჩუნეს ოთარ მეტრეველმა და აკაკი ტაბუცაძემ.
მარკო ბორტოლამიმ წინა ორი თამაშისგან განსხვავებით კლასიკური მარქაფა შეარჩია. შერკინებაში გუნდს დაუბრუნდნენ კვაჭი ნიკა სუთიძე და მეორეხაზელი გიორგი ჯავახია; მარქაფაში გადაინაცვლა ბურჯმა ლუკა გოგინავამ, ხოლო ადგილი შეინარჩუნა მეორე ბურჯმა ბაჩუკი ჭუმბაძემ. აი, მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე კი, წელს ნაკრების კვართით პირველად ითამაშებს; ასევე წლის პირველ სანაკრებო თამაშს ჩაატარებს თორნიკე კახოიძე; ამჯერად მარქაფაშია მგეზავი ლუკა მატკავა, რომელიც შვეიცარიასთან და ნიდერლანდებთან დამწყებთა შორის იყო. ცხრანომრის შეცვლაზეა ცენტურიონი ვასილ ლობჟანიძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ხაზი: დავით ნინიაშვილი, აკაკი ტაბუცაძე, დემურ თაფლაძე, გიორგი კვესელაძე, ოთარ მეტრეველი, თედო აბჟანდაძე, გელა აფრასიძე;
შერკინება: გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე, ირაკლი აფციაური, მიხეილ ბაბუნაშვილი, ლადო ჩაჩანიძე, ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია;
მარქაფა: ნიკოლოზ სუთიძე, ლუკა გოგინავა, ბაჩუკი ჭუმბაძე, გიორგი ჯავახია, გიორგი ცუცქირიძე, ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა, თორნიკე კახოიძე.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 6 საათის agoსაბა საზონოვი: ევროტურნირები ჩემთვის სიახლეა
გააზიარეთლა ლიგის კლუბმა ხეტაფემ ესპანურ მედიას მედიას საბა საზონოვი წარუდგინა, რომელმაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 7 საათის agoთემურ ქეცბაია: თამაშის ჩაშლა მინდოდა
გააზიარეთUEFA-ს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამომ ჟალგირისთან სტუმრად 2:7 წააგო და ტურნირს გამოეთიშა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 10 საათის agoსუს-მა ქართველი მწვრთნელი თაღლითობისთვის დააკავა
გააზიარეთსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საფეხბურთო კლუბ გარდაბანის მწვრთნელი დააკავა. საქმე ეხება...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი