გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ესპანური მედია: მიქაუტაძის ფასი ზაფხულში გაიზრდება

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიონიდან ვილიარეალში ესპანელებისთვის სარეკორდო ფასად (31 მილიონი ევრო) გადავიდა. ჩვენებური ახალ გუნდში ავანსებს ამართლებს, რაც არც ესპანურ მედიას გამორჩენია. აპენინელები წერენ, რომ ზაფხულში მიქაუტაძის ფასი 50 მილიონი ევრო იქნება.

„საწყის მატჩებში მიქაუტაძისადმი კითხვები იყო, მაგრამ გუნდს ეტაპობრივად შეეწყო და საკუთარი შესაძლებლობები ბოლო მატჩებში გამოაჩინა. „ყვითელი წყალქვეშა ნავის” ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი ამტკიცებს, რატომ ჩაიდო მასში ამხელა ინვესტიცია. მეტიც, არის მოლოდინი, კლუბი ფეხბურთელში ჩადებულ თანხას, ორმაგად ან სამმაგადაც აინაზღაურებს.

კლუბმა 24 წლის თავდამსხმელში 31 მილიონი ევრო გადაიხადა. არადა, საბაზრო ფასი 22 მილიონი ევრო იყო და ასეა დღესაც. თუმცა, ექსპერტთა აზრით, ფასის გაზრდა დროის საკითხია. არის მოლოდინი, რომ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდისთვის ქართველის ფასი 50 მილიონ ევროსაც მიაღწევს“, – წერენ ესპანელები.

შეგახსენებთ, ვილიარეალი ლა ლიგის ლიდერთა შორის არის: ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მარსელინოს გუნდი მომდევნო მატჩს 27 სექტემბერს, შინ ბილბაოსთან ითამაშებს. შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგაა – 1 ოქტომბერს ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები