გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარაცხელია: მივხვდი, რომ ასე წარმატების მეტი შანსი მაქვს

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ ელიტური შემტევია, თუმცა ბოლო დროს მის სათამაშო კომპონენტებში დაცვის აქტიური დახმარებაც დაემატა, რაც ქართველს კიდევ უფრო გამოსადეგს ხდის.

ლიგა 1-ის ოფიციალურ გვერდთან პატარა ინტერვიუში კვარაცხელიამ სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა:

“დიდი ხანია მივხვდი, რომ შემტევს, რომელიც დაცვაშიც არ იზარებს მუშაობას, დღევანდელ ფეხბურთში წარმატების უფრო მეტი შანსი აქვს”,  – განაცხადა ხვიჩამ.

ახალ სეზონში კვარაცხელიას ლიგა 1-ში ჯერ არ გაუტანია, სამაგიეროდ ჩემპიონთა ლიგის პირველივე ტურში მოასწრო გოლის გატანა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები